პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ლევან ხაბეიშვილს ვურჩევდი, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მოქმედებებზე, რაც მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად 4 ოქტომბერს მივიღეთ, ეს ის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარია, რომელიც მშვიდობიანი დამხობის სახით მოხდა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ფარულავას თქმით, მათმა ნაბიჯებმა საქართველოში პოლიტიკური პროცესი დააზიანა.
„განსაკუთრებით, 4 ოქტომბრის პროვოკაციული სცენარი, რომლის შემოქმედები თავად იყვნენ. მათ პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე უნდა აიღონ და არა ის, რომ სხვებს რჩევა-დარიგება მისცენ და პოლიტიკურ აქტივობებზე მიუთითონ. პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ ზიანზე უნდა აიღონ, რაც თავად გააკეთეს. ვისთან უნდა გავერთიანდეთ? „ნაცმოძრაობასთან“ და მათ დანაყოფებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. თუ გაერთიანდებიან, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ წარსულის იმ მავნებლურ ქმედებებზე, რისი შედეგიცაა პოლიტიკურ ველზე არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ფარულავამ.