„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
„ნაცმოძრაობა“ არ შეცვლილა, არც მიხეილ სააკაშვილი, ყოველთვის სადისტი იყო და ახლაც იმავე დაპირებებს გასცემს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ხდება იმ ხალხის მობილიზება, ვინც ადამიანების წამებასა და სიკვდილს უჭერდა მხარს.
„მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლილა, არც „ნაცმოძრაობა“. ყველა სადავე „ნაცმოძრაობის“ ხელშია, როცა საუბარია ექსტრემიზმზე, სისხლისღვრის ორგანიზებაზე. სააკაშვილის განცხადება პირველი არ არის, მისი არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც პირდაპირ ამბობდა, რომ სისხლისღვრა აუცილებელია. მისი ჩანაწერი გამოქვეყნდა, როცა მეგობარ გოგოს ესაუბრებოდა. ის ჩანაწერიც გამოქვეყნდა, თუ რას გეგმავდნენ „რუსთავი 2“-ის დაცვის ორგანიზებით ფართომასშტაბიან აქციებზე. მისი დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა, ყოველთვის სადისტი იყო, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია და ახლაც იგივე დაპირებებს გასცემს.
სექტის ზოგიერთი წევრი და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები იმ გეგმებს ემიჯნებიან, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს. ახლა იმ ხალხის მობილიზება ხდება, ვინც ადამიანების წამებას, გაუპატიურებას და მოკვდინებას მხარს უჭერდა და ახლაც ფიქრობს, რომ მომავალში, სახელმწიფოს მართვის სისტემა სტანდარტით უნდა იყოს, რაც სააკაშვილს ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მობილიზება „ნაცმოძრაობის“ გარშემო ხდება და სააკაშვილმაც განცხადების გაკეთება არ დააყოვნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია, თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია მოახდინა ჯენზიმ, ეს სტიქია ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს არ გაითვალისწინებს“.