„ტყუპებზე იყო ორსულად...“ - ახალგაზრდა ადვოკატი ტრაგიკულად გარდაიცვალა
1780912215
რთული მოლაპარაკება იქნება, გაცხადებული აქვთ მიდგომა, რომ ხალხი უნდა დაისაჯოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევს. ევროკავშირის მიერ დაყენებული მოთხოვნები ისეა ჩამოყალიბებული, რომ სახელმწიფოს სივრცეს არ უტოვებს მსჯელობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სავიზო რეგულაციის ფარგლებში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ შეუსრულებელ ამოცანებს აყენებენ, რაც გარკვეულ მახეს ჰგავს.
„როგორ შეიძლება, განხილული იყოს ლგბტ პროპაგანდის თემა? ყველამ იცის, რომ მხოლოდ პროპაგანდაზე არ არის ლაპარაკი. მიზანია, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ საშიშროება, რომ ამ თემებზე ესაუბრებიან. ზოგადად ამბობენ, რომ უმცირესობის სტიგმატიზაცია ხდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უმცირესობებს კანონი იცავს. მეორე საკითხია ის, რომ ტრიბუნიდან განაცხადეს, საქართველოში ფული აქვთ შემოსატანი, გზებს ეძებენ, რომ ხელისუფლების გვერდის ავლით შემოიტანონ ფული. კიდევ ერთი საკითხია სანქციები, რომელიც საქართველოს დაანგრევს და ქვეყნის ეკონომიკას მიწასთან გაასწორებს. მით უმეტეს, ამხელა დაპირისპირებაში მონაწილეობა. ხელისუფლების წინააღმდეგ შეუსრულებელ ამოცანებს აყენებენ და რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული მახეა, საქართველოს ხელისუფლება მსჯელობაში შეიტყუონ, რომ საწინააღმდეგოდ მეტი ხალხი განეწყოს. ამაზე საჯაროდ თუ საუბრობ, დასჯადია. თურმე, ანტიევროპულია ყველაფერი, რასაც მე ვლაპარაკობ, თუმცა ევროპელი კომისარი თუ ამბობს იმავეს, რომ საქართველოში თანხა უნდა შემოიტანოს ისე, რომ ხელისუფლებას ინფორმაცია არ ჰქონდეს, ნორმალურია. არავინ ითვალისწინებს იმ კვლევებს, რომლებიც ქვეყნდება. მათ შორისაა კვლევა, რომლითაც საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით მსოფლიოში 26-ე ადგილი უკავია. ამ მაჩვენებლით ბევრ ევროპულ ქვეყანასაც უსწრებს. ამ ვითარებაში როცა გემუქრებიან და მაგიდაზე მუშტს გირტყამენ, ერთადერთი რეალობაა, იფიქრო, რომ ეს არის შანტაჟის მექანიზმი, რათა უკან დაიხიო და საქართველოსთვის დამანგრეველ სცენარში ჩაერთო, რაც გულისხმობს პროცესებში საქართველოს გამოყენებას, როგორც საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.