გია ცეცაძე: არ არსებობს გუნდი მსოფლიოში, სადაც მამარდაშვილი პირველ მეკარედ არ იყოს. ჩვენ არ ვართ სუბიექტურები, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ისე იდგა კარში, როგორც მსოფლიო დონის სპორტსმენებს შეეფერებათ

გია ცეცაძე

არ არსებობს გუნდი მსოფლიოში, სადაც მამარდაშვილი პირველ მეკარედ არ იყოს. ჩვენ არ ვართ სუბიექტურები, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ისე იდგა კარში, როგორც მსოფლიო დონის სპორტსმენებს შეეფერებათ, - ამის შესახებ საფეხბურთო სპეციალისტმა გია ცეცაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მივულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ასპარეზი მსოფლიო ფეხბურთისთვის ასეთი დიდი ფორუმებია, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც არ იყვნენ ასეთი ცნობილები, ეს დიდი წარმატება ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს“,- აღნიშნა ცეცაძემ.

მან ასევე ისაუბრა მამარდაშვილის კარიერულ მომავალზეც.

„არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, სადაც მამარდაშვილი პირველ მეკარედ არ იყოს. ჩვენ არ ვართ სუბიექტურები, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ისე ითამაშა და იდგა კარში, როგორც მსოფლიო დონის სპორტსმენებს შეეფერებათ. მე არ ვიცი „ბაიერნს“ უნდა თუ არა მისი წაყვანა, ინფორმაცია არ მაქვს. თუ ასეა, არ მგონია იქ მეორე მეკარედ იყოს მამარდაშვილი და თუ ასე ფიქრობენ, რა თქმა უნდა, არ უნდა წავიდეს მაშინ. მას აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ შეუძლია მსოფლიოს ყველანაირ, მაღალი კლასის გუნდში იყოს და ითამაშოს ჩვეულებრივად“,- განაცხადა ცეცაძემ.