გია აბაშიძე: სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე"? ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას ეხმიანება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც "პოსტივიზე" არაფერს ნიშნავს და ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები.

„ბრიტანეთში მიცხოვრია, განათლება მიმიღია, მიმუშავია სტუდენტობისას, სტაჟირებაც გამივლია პარლამენტში, ე.წ. დასანქცირებულიც ვარ წლებია - ბრიტანეთის მთავრობის ერთ დროს სტიპენდიანტს საელჩოს ფსევდოლიბერალები არ მიწვევენ მათ ღონისძიებებზე. როგორ ფიქრობთ, მადარდებს ახალი, სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც "პოსტივიზე"? Broken Britain-ს (ჩამოშლილი ბრიტანეთი) ებარებოდნენ უტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა!“ - წერს აბაშიძე.