განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავით მიქაძის დაცვის წევრისთვის მისი გადაადგილების მარშრუტი, რა მანქანით მოძრაობდა... რატომღაც, რიგ შემთხვევაში და გამოძიების ეტაპზე არ ახსოვს დაცვის წევრს, რომელიც უშუალოდ იცავდა დავით მიქაძეს - პროკურორი

ლევან ვეფხვაძე

ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო დღეს მსჯელობს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

"დაისმება ყველა ის შეკითხვა, რომელიც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა გამოძიების მხარეს. კერძოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავით მიქაძის დაცვის წევრისთვის მისი გადაადგილების მარშრუტი, რა მანქანით მოძრაობდა... რატომღაც, რიგ შემთხვევაში და გამოძიების ეტაპზე არ ახსოვს დაცვის წევრს, რომელიც უშუალოდ იცავდა დავით მიქაძეს. ასევე, გიორგი ჯოხაძეს მეუღლესთან მიმართებაში არსებობს გარკვეული კითხვები მისი მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე, გელა უძილაურთან ნაცნობობიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ თავად გიორგი ჯოხაძის მეუღლეს ჩარიცხვები უფიქსირდება გელა უძილაურთან“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.