პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურმე 17 მარტს, "ევროპული საქართველოს" მავნებელმა სუბიექტმა გიორგი კანდელაკმა (ევროსაბჭოს კაპიტულანტური #1633 რეზოლუციის ხელმომწერი, ბრიუსელში უვიზო რეჟიმის გაუქმების თანალობისტი) წერილი მიწერა ლიეტუველ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს. წერილში კანდელაკი აღნიშნავს, რომ შარშან, თბილისის აეროპორტში გადაიღო სტალინის სასუვენირო ბიუსტი და კარგი იქნება თუ ევროპარლამენტარი ამას "ტვიტერზე" გამოაქვეყნებს და გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას - ასე თქვენ ვერ შეხვალთ ევროკავშირში!’’ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც აბაშიძე წერს, კანდელაკი პირობას აძლევდა ევროპარლამენტარს, რომ ამ "ტვიტს" მედია აიტაცებს და იტყვის, რომ ევროპარლამენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.
,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურმე 17 მარტს, "ევროპული საქართველოს" მავნებელმა სუბიექტმა გიორგი კანდელაკმა (ევროსაბჭოს კაპიტულანტური #1633 რეზოლუციის ხელმომწერი, ბრიუსელში უვიზო რეჟიმის გაუქმების თანალობისტი) წერილი მიწერა ლიეტუველ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს. წერილში კანდელაკი აღნიშნავს, რომ შარშან, თბილისის აეროპორტში გადაიღო სტალინის სასუვენირო ბიუსტი და კარგი იქნება თუ ევროპარლამენტარი ამას "ტვიტერზე" გამოაქვეყნებს და გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას - ასე თქვენ ვერ შეხვალთ ევროკავშირში! კანდელაკი პირობას იძლევა, რომ იუკნევიჩიენეს ამ "ტვიტს" მედია აიტაცებს და იტყვის, რომ ევროპარლამენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. ქალბატონმა იუკნევიჩიენემ გუშინ მართლაც გამოაქვეყნა შესაბამისი ტენდენციური "ტვიტი", რაც მედიამ აიტაცა. მე კი, ხსენებულ ევროპარლამენტარს კომენტარებში გავუგზავნე რამდენიმე სტატია - დასავლეთის რომელ ქვეყნებში იყიდება ჰიტლერისა და მუსოლინის სუვენირები. თუ ეს წერილი ავთენტიკურია, ყველაფერი ცხადზე ცხადია - მავნებლური ლობიზმი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ! საინტერესოა, გიორგი კანდელაკის საჯარო განმარტება ამ წერილის ნამდვილობაზე.’’ წერს ანალიტიკოსი facebook - ზე.