გია აბაშიძე: ღალატის ეტალონი გიორგი გახარიაც გამოჩნდა რადიკალების ფლანგზე

gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას Twitter-ზე დაწერილ პოსტს ეხმიანება. როგორც ანალიტიკოსი წერს, გიორგი გახარიაც რადიკალების ფლანგზე გამოჩნდა და მისი ტექსტი არის სტანდარტული ნაცპროპაგანდის სტილში. “ღალატის ეტალონი გიორგი გახარიაც გამოჩნდა რადიკალების ფლანგზე. ოდნავ დააგვიანდა პარაზიტობა. Twitter-ში ინგლისურად წერს უცხოელთა საყურადღებოდ. ტექსტი არის სტანდარტული ნაცპროპაგანდის სტილში. სად იყო, რა პატივში და ახლა სად არის საკუთარი გადაწყვეტილებით...”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.