დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა
1749097197
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის კადრები მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ გარბიან მოქალაქეები და ტურისტები შენობებიდან.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - მუგლას პროვინციაში, მარმარისის სანაპიროსთან მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.
მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.