დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა
1749097197
სალომე ევროპული ბიუროკრატიის აგენტურად დასვეს, მაგრამ თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და ქალი იმ დონეზე დაეცა, რომ „ლუზერებთან ერთად არის და მათთან ერთად გაერთიანდა, ქე მაინც, ჩვენ საზოგადოებას ვთხოვეთ და პრეზიდენტად ავარჩევინეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, გარკვეულ ადამიანებს სურთ, საქართველოში „მაიდანი“ განახორციელონ.
„გახსოვთ, ჩვენი ლიდერების ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომ სალომე აერჩიათ. მას სახე შევუნარჩუნეთ, მაგრამ ვერ შეირგო და ლუზერების წუმპეში დაბრუნდა, სადაც მისი ადგილიცაა. შვედეთი საქართველოს მთავრობას კი არა, სხვა ჯგუფებს ეხმარება, ეს არახალია. უნდათ, რომ აქ „მაიდანი“ განახორციელონ. ევროპულ სახელმწიფოებშიც არის ჩაბუდებული აგენტურა, რომელიც „დიფ სთეითს“ ემსახურება და მათ უნდათ, რომ აქ ხელმოცარულები, ლუზერები დააფინანსონ. რატომ? იმიტომ, რომ შეუტიონ. მათი არაერთი მცდელობა ვნახეთ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ზუსტად ასე დაასრულებენ. არაერთი სახელმწიფო პროგრამა გაგვიუქმეს. გერმანიის ელჩი გვემუქრებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დავაფინანსოთო. ტრამპის ადმინისტრაციამ გაშიფრა, თურმე რას აფინანსებდნენ – ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველა უმსგავსობას. ეს არის უმსგავსო განცხადება და იმის ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოს ლიდერი“, – განაცხადა ზარქუამ.