„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო“ - პრეზიდენტი

salome zurabishvili

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.

მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს - პროკურატურამ 3 პირს ბრალდება წარუდგინა

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის ვინაობა ცნობილია

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს კირბალთან მომხდარზე - ირაკლი ღარიბაშვილი