აკრძალული სიყვარულის ისტორია, რომლის გამო, ერთ დროს, ადამიანებსაც აპატიმრებდნენ

წლების შემდეგ გაცოცხლებული სიყვარულის ამბავი

რიჩარდ და მილდრედ ლოვინგების სიყვარულის ამბავმა, ფაქტობრივად, მთელი ისტორია შეცვალა.

22 ივნისს ამერიკაში, სადაც წლების წინ რასიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, მილდრედ ლოვინგის 85 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ეს ქალი დიდი ხანია, გარდაცვლილია, მაგრამ მისი სახელი ისტორიაში შევიდა. ახალგაზრდა შავკანიან გოგონას თეთრკანიანი ბიჭი შეუყვარდა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა ამის გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ.

მილდრედ ჯეტერი 1939 წელს, ვირჯინიის პატარა ქალაქში დაიბადა. ის ძალიან მოკრძალებული გოგონა იყო, ადამიანებს ხშირად არ ესაუბრებოდა, თუმცა გარშემო მყოფებს ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მაშინ თეთრკანიანი მოსწავლეები ცალკე სკოლაში სწავლობდნენ. ერთ დღეს გოგონამ იმ სკოლისკენ გაისეირნა და ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, რიჩარდ ლოვინგი დაინახა. მილდრედი მაშინ 11 წლის იყო, რიჩარდი კი - 17-ის.

ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და მალევე მეგობრობა დაიწყეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა. 18 წლის ასაკში კი მილდრედი დაორსულდა. რიჩარდმა უკვე იცოდა, რომ საკუთარ მომავალ ცხოვრებას ამ გოგონას დაუკავშირებდა. ამიტომაც, სამსახური იშოვა და პასუხისმგებლობაც აიღო.

1950-იან წლებში ვირჯინიაში, ისევე, როგორც სხვა არაერთ შტატში, რასობრივი კავშირები მკაცრად იყო აკრძალული და ვინც ამ წესს დაარღვევდა, ყველა ციხეში მოხვდებოდა.

ამიტომაც, ახალგაზრდებმა ვერ გარისკეს და ვაშინგტონში წავიდნენ. ამ შტატში მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა და ქორწინებაც დაშვებული იყო. ზოგიერთი ადამიანი ახალდაქორწინებულების ბედნიერებას ვერ ეგუებოდა და ამიტომაც, ადგილობრივ შერიფს ანონიმური წერილი მისწერეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ თეთრკანიანმა და შავკანიანმა ადამიანებმა ფარულად იქორწინეს. მათი ზუსტი მისამართიც მიუთითეს.

წყვილი დააკავეს და საპატიმროში მოათავსეს. მალევე სასამართლოც ჩაინიშნა. მოსამართლემ თქვა, რომ მათ ვირჯინიის ტერიტორია 25 წლით უნდა დაეტოვებინათ და სხვაგან გადასახლებულიყვნენ. წყვილს 3 შვილი შეეძინა. ნახეთ სრულად