დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წერილში მსახიობის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრს თანაუგრძნობს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ჯემალი 67 წლის მანძილზე ემსახურებოდა ქართულ თეატრს და ამ დროის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას," - ნათქვამია განცხადებაში.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა "ბახტრიონი", ბ-ნი გიორგი "მზიანი ღამე", არჩილ ფორია "გვადი ბიგვა", ფირუზა "მეტეხის ჩრდილში", ვაჭარი ტყუილკოტრიანცი "ხანუმა", ლავრენტი და მამამთილი "კავკასიური ცარცის წრე", I ღმერთი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", II ალქაჯი "მაკბეტი".
გადაღებულია ფილმებში: "ჩემი მეგობარი ნოდარი", "კარდაკარ" , "ფეოლა", "ვინ არის დამნაშავე", "კაპიტნები", "მოიტაცეს თამარ ქალი".
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი" გაიხსნა.