ღარიბაშვილი ქართველ მებრძოლებზე: ჟურნალისტებმა ნათქვამის ინტერპრეტირება მოახდინეთ

პრემიერი

,,მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, ვიყავი მე შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერმინისტრი ვარ და ჩემი დამოკიდებულება, პატივისცემა, ჩემი ზოგადად ყურადღება, ყველასთვის ცნობილია როგორც მოქმედი, როგორც ყოფილი, ასევე ვეტერანების და ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ...", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

,,მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი[ ჟურნალისტების] დამსახურებაა, რომ ინტერპრეტირება მოახდინეთ, თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს არის დიდი სიცრუე და ამას ავრცელებდით თქვენ  ყველანი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ მაშინ, რომ იყოს სრულიად ცხადად გაგებული. უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ბოლო დღეების განმავლობაში. არიან ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან", - განაცხადა პრემიერმა.