პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს, სერქან კაპტანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო მიმდინარე თანამშრომლობისა და ახალი ავიახაზებისა და მარშრუტების სტიმულირების საკითხები.
მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკის კვალდაკვალ, არსებული სერვისების გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ მერეიდი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.