„ძლიერი თოვა და ქარბუქი“ - ხვალიდან ამინდი იცვლება
1735326355
გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერის განცხადებას, ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს განცხადება არ უკვირთ და ეს მოსალოდნელიც იყო.
პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ გერმანიის ელჩის განცხადება გასაკვირი არ არის.
“გერმანიის ელჩის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი. ეს აღარ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ურთიერთობები. პატივს სცემენ ქართველ ხალხს, მათ შორის 2023-24 წელს გამოხატულ ქართულ პროტესტს, ქართველი ახალგაზრდების არჩევანს, თორემ ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი ხნის წინ მოაქცევდნენ საერთაშორისო იზოლაციაში,“ - აცხადებს ლევან სანიკიძე.
პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ელჩის პასუხი ძალიან დიპლომატიური და ზომიერი იყო.
“ვფიქრობ, რომ ძალიან ზომიერი და დიპლომატიური პასუხი იყო გერმანიის ელჩის მხრიდან და ძალიან ზუსტი შეფასება იმავდროულად. ეს კიდევ ერთხელ არჩევნებს იმას, რომ არაფრის არც დალაგების სურვილი აქვთ დასავლეთთან და არც შესაძლებლობა,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის: “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“, - ამ შინაარსის სტატუსი პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელი დაწერა. სავარაუდოდ, ელჩი, კახა კალაძეს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის გზაზე აფერხებს, პასუხად “ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მას “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს.