გემახსოვრებათ „ამირანთან“ გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა - ოდიშარია

ბექა ოდიშარია

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რომ თუ ფილმი კინოთეატრში გავიდოდა, სახლში ცოცხალი არ წავიდოდა. 

მისი თქმით, ლიბერალურმა ბაბლმა აღნიშნულ პიროვნებას ჰომოფობი ეძახა, დასცინა, ბნელი, მოძალადე, რუსი და მათ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მწირი მარაგის ყველა დამაკნინებელი იარლიყი მიაკრა, ხოლო დღეს იმავე კაცმა, სიონში, პარაკლისზე, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა გმირად გამოაცხადა.

ქართველი ლიბერალი, ყოვლად უკონცეფციო, ღირებულებებისგან დაცლილი, უმორალო და ორსახოვანი მოცემულობაა. და რასაკვირველია, ყველაზე გოიმი. 

„გემახსოვრებათ კარიკატურად ქცეული ის ვიდეო, კინო ამირანთან გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა კინოთეატრში, მე სახლში ცოცხალი არ წავალო. სანამ პიროვნებას მოიკვლევდი, იმ ვიდეოთიც მარტივად გასაგები იყო, რომ რთული მენტალური მდგომარეობის ადამიანს ვუყურებდით. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა, დასცინა, ბნელი, მოძალადე, რუსი და მათ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მწირი მარაგის ყველა დამაკნინებელი იარლიყი მიაკრა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, პარაკლისზე, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, რომლისთვისაც ის იყო რუსი, ბნელი, მოძალადე, დასაცინი და სალანძღავი, გმირად გამოაცხადა. მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ყოვლად უკონცეფციო, ღირებულებებისგან დაცლილი, უმორალო და ორსახოვანი მოცემულობაა. და რასაკვირველია, ყველაზე გოიმი“- წერს ოდიშარია.