პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, გაუგებარია თუ რა ძალა უნდა შეიკრიბოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით, როდესაც რამდენიმე კილომეტრში, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის რეგულარული არმიის შემადგენლობა არის განთავსებული.
„რაც შეეხება ზოგადად არა მხოლოდ რუსეთის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა - გასვლას - ეს გახლავთ ასევე უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ სრული კონტროლი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შემოდის საქართველოში ან ვინ არ შემოუშვან საქართველოში. იცით რომ არის გაბრუნების შემთხვევებიც, მათ შორის შესაძლოა ამ გადმოსახედიდან გამომდინარე. რაც შეეხება რისკებს შესაძლო აგრესიისა რუსეთის მხრიდან - უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება რომელიც სწორედ ამ რისკებზე ზოგადად მიუთითებს, რომ განსაკუთრებით ამ რთულ რეგიონალურ სიტუაციაში რისკები აგრესიის არის მაღალი. მეორე, იმისთვის რომ რუსეთმა განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ვიცით ჩვენი მაგალითითაც და მათ შორის უკრაინის მაგალითითაც, მას ძალიან დიდი საბაბები ამისთვის არ სჭირდება. საბაბს ყოველთვის მოძებნის, ნებისმიერს. მესამე, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით არ ვიცი რა დამატებითი ძალები შეიძლება შეიკრიბოს, როდესაც აქვე, რამდენიმე კილომეტრში დაახლოებით 10 ათასი რუსეთის ჯარის რეგულარული არმიის შემადგენლობა არის განთავსებული, საქართველოს ტერიტორიაზე.
ამიტომ, რაც შეეხება რისკებს, რა თქმა უნდა, ეს რისკები მაღალია, მაგრამ ამით ის არ იზრდება ნამდვილად და კონტროლს რაც შეეხება, ეს არის სრულად ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებული და კიდევ ერთხელ, აქ იმაზე საუბარი რომ შემოვლენ მოქალაქეები და შემდეგ ამ მოქალაქეების დაცვის მიზეზით შეიძლება რაღაც მოხდეს, - რაც ისწავლა ჩვენმა ხალხმა, ისწავლა რომ მიზეზი არ უნდათ. 3 ომი გვქონდა, სადაც რუსეთი იყო ჩართული და არცერთს არ ჰქონია რაიმე მიზეზი, რომ ის ჩართულიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.