განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას - ულან ნიაზბეკოვი

ულან ნიაზბეკოვი

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
გაიმართა მათი პრისპირ შეხვედრაც.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებს.

"განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ უკანონო მიგრაციის საკითხები, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა," - ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ულან ნიაზ-ბეკოვი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.