ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საჭირო გახდა ტურისტების და ადგილობრივების ევაკუაცია

ხანძარი

ძლიერი ხანძარია საბერძნეთში.

კუნძულ ჰალკიდიკის რამდენიმე დასახლებიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძრის დროს ორი ორი მეხანძრე-მაშველი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ წაქცეული ხე ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა.

თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.