აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები
1786694520
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, გაიმართა მათი პრისპირ შეხვედრაც.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებს.
მინისტრი დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112 -ს ეწვია. სტუმრები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცეს, 112-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებსა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, ყირგიზ კოლეგასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს.
"ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა. შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გამოცდილების გაზიარებაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შესაძლებელი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.ასევე, ვიმყოფებოდით 112-ში, სადაც დელეგაცია გაეცნო საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას. ვიზიტის ფარგლებში, კოლეგა შეხვდა საქართველოს პრემიერი მინისტრს, სადაც განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.