პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი - ამის შესახებ კელი დეგნანმა აჭარაში, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
აშშ-ის ელჩმა რუსული დეზინფორმაცია უწოდა ინფორმაციას, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩართვა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგულია.
"30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისთვის. ყველა ის პროგრამა, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი. ეს სურვილია ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სურვილს, გვსურს რომ საქართველომ ამ კუთხით წარმატება მოიპოვოს. ის განცხადებები, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს ასი პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა. აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტად სურს ომის დასრულება. შტატები ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო. ევროკავშირი და ნატო - ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, წარმატებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. ევროატლანტიკური სივრცის წევრობა არის მშვიდობის გარანტი. ზუსტად ეს გვინდა ჩვენ და ქართველ ხალხს. ჩვენ ვართ ერთგული საქართველოს მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის," - განაცხადა დედგნანმა.