ძალიან ინფორმაციული შეხვედრა მქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან, ვისაუბრეთ რეგიონულ განვითარებაზე - კელი დეგნანი

კელი

ძალიან ინფორმაციული შეხვედრა მქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან. ვისაუბრეთ რეგიონულ განვითარებაზე. მიხარია, რომ ვხედავ კოვიდ პანდემიის შემდეგ როგორ უმჯობესდება ეკონომიკა, რაც ტურისტების ნაკადზეც აისახება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, მადლობა უხდის აჭარაში მათ პარტნიორებს იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რაც მათთან აქვთ 30 წლის განმავლობაში.

„ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰაბი. ეს აჭარისთვის დიდ პერსპექტივას წარმოადგენს. ასევე ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, ამიტომაც ჩამოვედით აჭარაში. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარაში ჩვენს პარტნიორებს იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რაც მათთან გვაქვს 30 წლის განმავლობაში. ვამაყობ, რომ ამდენი ინიციატივის მხარდაჭერა შევძელით ადგილობრივი ეკონომიკის და ქართველი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებითვის“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.