პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
განცდა მაქვს, რომ კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს სიკვდილამდე არ უნდა მიხეილ სააკაშვილს გამოსვლა - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების წევრმა“, დავით ბაციკაცემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ყველამ ვიცით, რომ ეს არის თვითდაზიანება და მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, წელიწადი და ოთხი თვე კაცი კვდებოდა და არ მოკვდეს, გვესმოდეს ყოველდღიურად. ღმერთმა არ მოკლას და ჯანმრთელად ამყოფოს, მოახდევინოს ის, რაც კანონით აქვს დადგენილი და გამოვიდეს იქიდან, მერე წონაშიც მოიმატებს... ეს კაცი თვითდაზიანებითაა დაკავებული, ამას ყველა ხომ ყველა კარგად ვხედავთ, კადრებს ხომ უყურებს ყველა... ატეხილი კამპანიაც მესმის, რომ ნაციონალურ მოძრაობას სხვა არაფერი დარჩენია. დარჩათ ერთი თემა, რომლითაც რამენაირად ამ ველზე რაღაცნაირად დარჩნენ და ჰქონდეთ ეს რეიტინგი, ამ საწყალ კაცსაც იყენებენ და საერთოდ არ აინტერესებთ. ამასთან ერთად, მე ასეთი განცდა მაქვს, რომ კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს სიკვდილამდე არ უნდა მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოსვლა, აი, არ უნდათ და მომკალი. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს და ყველანაირად ცდილობენ, რომ სააკაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს, სააკაშვილი კი არ გამოვიდეს საერთოდ ციხიდან, მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ მოკვდეს. მე ეს განცდა მაქვს“, - განაცხადა დავით ბაციკაძემ.