ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
„განსაკუთრებული საჭიროება დაფიქსირდა ახალგაზრდული სივრცეების არსებობის მიმართულებით" - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილმა შიდა ქართლში, "ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
მარიამ გრიგოლიშვილის თქმით, რელევანტურია, რომ ახალგაზრდებს სურთ, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში.
"განსაკუთრებული საჭიროება დაფიქსირდა ახალგაზრდული სივრცეების არსებობის მიმართულებით. ასევე, რელევანტურია, რომ მათ სურთ, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რისთვისაც ზემოაღნიშნული ახალგაზრდული სივრცეების არსებობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, რათა ისინი შეიკრიბონ, გაცვალონ გარკვეული იდეები, შემდეგ ჩამოაყალიბონ პროექტები და მომავალში ეს პროექტები იყოს გათვალისწინებული მუნიციპალურ ბიუჯეტებში," - აცხადებს მარიამ გრიგოლიშვილი.