განსაკუთრებით ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა: საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, ჩვენს საგარეო კურსს არაფერი ემუქრება - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

არათუ ეუთო/ოდირის, არამედ არცერთი ორგანიზაციის განცხადებებში, არსად არ იყო საუბარი იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას რაიმე ხინჯი ახლავდა, მიუხედავად იმ ისტერიკისა, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს და ამ მავნებელთა გუნდს გააჩნდა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

უმრავლესობის დეპუტატი არჩევნებთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს გამოეხმაურა.

„განსაკუთრებით ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა: საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, ჩვენს საგარეო კურსს არაფერი ემუქრება. საქართველოსთვის ერთადერთ მუქარას წარმოადგენს ის დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.