ცვლილებები, რომელიც საქართველოში აგვისტოში ამოქმედდა

dd

2025 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოში რიგი ცვლილებები ამოქმედდა. 

გთავაზობთ 5 ცვლილებას, რომელიც უკვე ძალაშია. 

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ლი აგვისტოდან კიდევ რამდენიმე რაიონში ამოქმედდა.

ახალი პარკირების ზონები მოიცავს მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის, დიდი დიღმისა და ბაგების კონკრეტულ მისამართებს, ასევე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს.

1-ლი აგვისტოდან მოქალაქეთა ნაწილი 750 ათასამდე ლარის სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებს

1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. ასე რომ, აღნიშნული პირები უცხოურ ვალუტაში სესხს ვეღარ აიღებენ.

ცნობისთვის, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ბოლო ცვლილებებით კი მაქსიმალური ზღვარი 750 ათას ლარამდე იზრდება.

თბილისი-მუმბაის შორის პირდაპირი ფრენები იწყება

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ მიმართულებებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება.