სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი სამსუნის აეროპორტში დაჯდა

თვითმფრინავი

ბათუმის აეროპორტში დღეს, 5 აგვისტოს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა, აეროპორტში [დაახლოებით 9:27 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.

ის უკან სამსუნის აეროპორტში გაფრინდა და ამ წუთებში დაჯდა.

ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდებოდა, ასევე თელავივი-ბათუმის თვითმფრინავიც, თუმცა, შემდეგ მან მოახერხა და დაჯდა ბათუმში. 

მიზეზი ძლიერი ნისლი იყო, რის გამოც თვითმფრინავები ვერ ახერხებდნენ აეროპორტში დაშვებას. 

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება