მარკო რუბიომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბარი გამართა

მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხი განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი იყო.

„სახელმწიფო მდივანმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ან არ შეიძინოს ბირთვული იარაღი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ღაზის სექტორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობები, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხები და სუდანში მიმდინარე კონფლიქტი.