მარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
1780151101
"ისინი კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას", - აცხადებს მაია ბითაძე ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში დაპირისპირების შესახებ საუბრისას.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ ოპოზიციას არასერიოზული ადამიანები წარმოადგენენ.
"უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია არა ოპოზიცია, არამედ მავნებელთა ძალიან დიდი წარმონაქმნია. ეს მათი მოღალატეობრივი საქმიანობითაც ჩანს, თუმცა ის, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ვაიგეგმასაც ვერ მიუყვებიან", - აცხადებს მაია ბითაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ოპოზიციური ალიანსის ლიდერების განცხადებები, რომლებიც ერთმანეთს აკრიტიკებენ. ნიკა მელია, ექსპრეზიდენტს "თავის ეგოზე ზრუნვით ორსულ" "ღალატის მოყვარულ" ადამიანს უწოდებს, რომელიც არა სამშობლოს, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, სააკაშვილის თანაგუნდელი წითლიძე კი მელიაზე წერს, რომ რთულია, უყურო ადამიანის ასეთ დაცემას. სოცქსელებში აქტიურობს ბრალდებული და მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი, მელიას პოსტის საპასუხოდ, ამბობს, რომ "არსებობენ პოლიტიკანები და პოლიტიკოსები... პოლიტიკანები ადვილად იცვლიან შეხედულებებს, დაიარებიან პარტიიდან პარტიაში". მარათონს არც ნიკა გვარამია ჩამორჩა, რომელმაც დაწერა, რომ ყველაზე მეტი სალაპარაკო რეალურად მას აქვს, უბრალოდ, წივილ-კივილით მოგებული ბრძოლის არ სჯერა.