გამოკითხულთა 67,7% ეთანხმება მთავრობის ქმედებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში - GORBI-ის კვლევა

xalxi

GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - „მხარს უჭერთ/ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში?"

პასუხები ასე გადანაწილდა:
ეთანხმება - 67,7%;
არ ეთანხმება - 26,3%;
არ იცის - 6%.

კვლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 10-16 მარტს ჩაატარა.

საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.