1747422287
გამოდის, ზურაბიშვილს კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით - ირაკლი კობახიძე

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით", - ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრეს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.
"თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა ,პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია", - განაცხადა პრეზიდენტმა.