კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, წინ მივდივართ, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და ასეც გავაგრძელებთ მომავალში,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეიტინგებში.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გამოვხატოთ ყველაფრისთვის, რაც გაუკეთებია საქართველოს დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის. მეორეს მხრივ, მინდა შევახსენო ყველას და კითხვის ავტორსაც, რომ სანამ ჩვენი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემა იყო პროკურატურის გაგრძელება. ძალიან მოკლედ განვმარტავ, რას ვგულისხმობ. რამდენიმე საქმე, რაც სტრასბურგში გაიგზავნა, ეს არ იყო ათეულობით, ეს იყო ათასობით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. შედარებისთვის ვიტყვი მხოლოდ, წელს 150 საქმე გაიგზავნა აპელაციის კონტექსტში სტრასბურგში. ნდობა სასამართლო სისტემისადმი არის ევროპული საშუალო დონის ზემოთ-52-55%. მაგალითად, სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში. რასაც ვასახელებ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგი და ინდექსები. 11 ქვეყანაში ვართ და 13 ნატოს წევრი ქვეყნის შედარებისას კარგი მმართველობის, გახსნილობის, გამჭვირვალობის კუთხით, კორუფციის არქონის ინდექსში, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში, პირველი ვართ მსოფლიოში. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ბევრი საუბარი გვქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და ამას განვმარტავთ შემდგომში, მაგრამ ერთ-ერთი, რაც მინდა ვახსენო, ის არის, რომ გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ჩვენ წინ მივდივართ, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და ასეც გავაგრძელებთ მომავალში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.