1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
“ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიას “საქართველოსთვის“ კოალიციურ თანამშრომლობაზე პასუხი კარგა ხნით ადრე გაცემულია, როდესაც პარტიამ “საქართველოსთვის“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველგან “ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევნების მეორე ტური ყოფილიყო", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, კორნელი სალიას არჩევას.
"ფარული, თუმცა შედეგობრივად დადასტურებული თანამშრომლობა “ნაციონალური მოძრაობასთან“ გრძელდება, რომლის ნათელი დასტურია წალენჯიხის საკრებულოში დამდგარი შედეგი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა “ქართული ოცნებას" არ მიუღია.