რუსეთი მორიგ დიპლომატიურ სკანდალში - ამჯერად ფედერაციის წინააღმდეგ ხორვატიაა

რუსეთი

რუსული მედიის ცნობით, ხორვატიამ რუს დიპლომატებს და საელჩოს ადმინისტრაციულ თანამშრომლებს ქვეყანა დაატოვებინა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

'"ხორვატია რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატს და ექვს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს აძევებს, ამ ცნობას ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ხორვატიაში დაადასტურა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლების გათავისუფლება მოითხოვა.

მანამდე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ-რადმანმა განაცხადა, რომ ზაგრები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე რუს დიპლომატს უკან გაგზავნის.

„რუსეთის ელჩს (ზაგრებში ანდრეი ნესტერენკოს) დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის თანახმად საპროტესტო ნოტა გადაეცა.

რუსეთის საელჩოს 24-მა თანამშრომელმა ხორვატია უკვედატოვა “, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.