გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, მშენებლობა - ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე,  პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა, -  განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, პერიოდულად გაგრძელდება ასევე, შეიარაღების განახლება, რათა პოლიციელებმა უფრო ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

„პერიოდულად გაგრძელდება ჩვენი პოლიციელებისთვის ახალი ავტომობილების შეძენა, რადგან თანამედროვე ავტომობილების გარეშე შეუძლებელია იმ ამოცანების შესრულება, რაც პოლიციელს აქვს დაკისრებული. ასევე, საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მომდევნო წელსაც გაგრძელდება როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე,  პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის მომზადდეს ახალი შენობები, რომ მათ დაკისრებული ფუნქციები შეასრულონ. აგრეთვე, ეტაპობრივად გაგრძელდება შეიარაღების განახლება და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.