პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დაიწყო მუშაობა და მომდევნო წლებში გაგრძელდება „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1100-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება.
„სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, იმისათვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს, ასევე, მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ მათ.
სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო მუშაობა და მომდევნო წლებში გაგრძელდება "პოლიციის ქალაქის" მშენებლობა.
ეს ქალაქი აშენდება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და 1100-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება შეღავათიან ფასად, ჩვენი პოლიციელებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მათთვის მნიშვნელოვანი წახალისება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.