1740372372
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად - პრემიერი

გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური ეგვიპტის პრეზიდენტს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
“მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.