პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
19 სექტემბერს ილია დარჩიაშვილი შეხვდა პერუს, სენტ ლუსიას, ტიმორ-ლესტეს, ბოცვანას, განას და გამბიას საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათ შორის სენტ ლუსიას საგარეო, საერთაშორისო ვაჭრობის და დიასპორის მინისტრთან ალვა რომანუს ბაპტისტთან შეხვედრის შემდგომ მინისტრებმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.
მინისტრების შეფასებით, ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რაც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნების შემდგომ დაახლოებაში.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის და კარიბის ქვეყნებთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სენტ ლუსიას საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ფორმატებში.
ლათინურ ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებული ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა სესარ ლანდასმა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.
განას, გამბიის და ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, შირლი ეიორკორი ბოჩვისთან, მამადუ ტანგარასთან და ლემოგანგ კვეიპისთან შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა საქართველოს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობა აფრიკის სახელმწიფოებთან, ორმხრივი ურთიერთობების მზარდი პოტენციალი განათლების, სახელმწიფო მმართველობით სფეროში რეფორმების გამოცდილების გაზიარების და სხვა მიმართულებით.
ტიმორ ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადალიზა მაგნოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამშრომლობას სამხრეთ აზიის ქვეყნებთან რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ იმუშავებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.