უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით, ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდება, მინისტრის საათის ფორმატი კი გაუქმდება.
ასევე გაუქმდება საკანონმდებლო ორგანოში მუდმივმოქმედი საბჭოები და მას დროებითი საპარლამენტო კომისიები ჩაანაცვლებს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ცვლილებები საპარლამენტო საქმიანობას მეტად აქტიურს გახდის და გააუმჯობესებს.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ისევე, როგორც კანონი, არის მოქნილი დოკუმენტი და პრაქტიკიდან გამომდინარე გადაწყდა მისი შეცვლა, გარკვეული ცვლილებების შეტანა. ვფიქრობ, რომ გააუმჯობესებს და მეტად აქტიურს გახდის საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით. მინისტრის საათი, პრაქტიკულად, ფორმალობად იყო გადაქცეული, შესაბამისად მინისტრებისთვის კითხვების დასმა და ამ რეჟიმში მათი მოსმენა, ვფიქრობ, რომ ბევრად გააქტიურდება, ისევე, როგორც გააქტიურდება საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმები. გაწერილი ბიუროკრატიის ნაცვლად, გვექნება კონკრეტულ ქმედებებსა და მოსმენებზე ორიენტირებული რეგლამენტი", - განაცხადა მაია ბითაძემ.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150