ფრანკ შვაბე: საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, მოგვიწვია. აქ იმისთვის ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნების დღეს პროცესები ორგანიზებულად მიმდინარეობს

შვაბე

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, მოგვიწვია, - აცხადებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელი ფრანკ შვაბე.

„ვცდილობთ, შევაფასოთ, რამდენად სამართლიანია საარჩევნო პროცესი და როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია. აქ იმისთვის ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნების დღეს პროცესები ორგანიზებულად მიმდინარეობს“, - განაცხადა შვაბემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.