1732563617
ფოტორეპორტაჟი „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკიდან“, სადაც პრემიერიმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.
1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მინდა პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ირაკლი ღარიბაშვილმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო. პრემიერ-მინისტრი პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაესაუბრა, მათ მადლობა გადაუხადა და ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი მიულოცა.
პრემიერთან ერთად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.