ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
კიდევ ერთი სიახლე "Starring Georgia"-ს ეკოსისტემაში - მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი "დინოტოპია" გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.
"დინოტოპია" შეკვეთილში, "ციცინათელას" პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით-გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.
ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია საუბრობს.
"ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს, ქართველ ხალხს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადასცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, "ციცინათელას" პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო კომპანია "Starring Georgia" გეგმავს მასშტაბური ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას," - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს "აკვა ცენტრისგან" შეიძინა ფონდმა "ქართუმ" და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი.