Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1769850605
ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და, ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
„კომისიამ იმუშავა ორი კვირის განმავლობაში. შეხვედრა შედგა სურსათის სექტორში მომუშავე კომპანიებთან, როგორებიცაა ქსელური მარკეტები, იმპორტიორები, მწარმოებლები, ასევე, გაფართოვდა კომისიის მანდატი და შევხვდით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, საწვავის კომპანიებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ყველა შეხვედრის ბოლოს კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც უკვე ძალიან კარგია. პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, სადაც სპეციალური სამუშაო კომისიის ფარგლებში მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა. ჩვენ მუშაობას დავასრულებთ აპრილის ბოლოს და, ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.