„ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი, ურთულესი იყო. შემრცხვა, რომ ამ ჭრილობას შევეხე...“ - ნანუკა გულუა
1762966260
,,ფაქტობრივად, ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადმოიყვანეს, რადგან სადაც იყო - "ვივამედშიც" იყო ზუსტად იგივე საპატიმრო პირობებით, რა პირობებიც არის რუსთავის ციხეში," - ეს განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა არც ოჯახი და არც ადვოკატი.
"ინფორმირებული არ იყო არც ოჯახი, არც დედა და არც ადვოკატები - ეს ინფორმაცია ადვოკატმა მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის უკვე გადმოიყვანეს რუსთავის ციხეში," - განაცხადა ანა წითლიძემ.