პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე განხეთქილების შესახებ საჯაროდ საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 34-ე დღეს, რუსთავში გარკვეული აქტივობის ჩატარებას გეგმავდა, რომელიც პეტრე ცისკარიშვილმა ჩაშალა.
„ლოგისტიკური ამბები იყო მოსაგვარებელი, რაც წმინდა ლოგისტიკის გარდა, მოითხოვდა ფინანსებსაც, ვიკითხე ვინ იყო ის ადამიანი პარტიაში, ვისაც ამ თემებზე დავეკონტაქტებოდი. დიდი მოთხოვნები არ გვქონდა, მარტივად გვინდოდა მოგვარებულიყო. მიკროფონი, ხმა, დინამიკები - ხვდებით რა ელემენტარულზე მიწევს საუბარი?! ...
მიშას შიმშილობის 34-ე დღეა, თვით ,,ქოცებიც" კი, ლამის ბიძინა ივანიშვილიც, ითხოვს მიშას გადაყვანას... ლამის, გაერთიანდა მთელი საქართველო მიშას ირგვლივ და მიშას თანამებრძოლი ტიპი, რაღაცას მთხოვს, დათვლას.
მივედი ამ ადამიანთან, ის განსაზღვრავ პარტიის ხარჯვით ნაწილს. ვუთხარი, მიშასთვის აქტივობების გაკეთებას ვაპირებთ-თქო, სცენაა საჭირო-თქო - ჯერ აგრესიული გახდა, დათვლილი რატომ არ მომიტანეო, მე რატომ უნდა დავთვალოთ-თქო პარტიამ დათვალოს-თქო, მე არაფერ შუაში ვარ-თქო. ფიცარი ეგდო ძირს, გადახედა და მითხრა, ეს საკმარისი არ არისო?! ... მივხვდი, რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო, ეს იყო პეტრე ცისკარიშვილი!
მიშა თუ სადღაც უნდა ყოფილიყო აქტუალური, ყველაფერი კვდებოდა“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟორჟოლიანის თქმით, ერთ-ერთი ვისთანაც ურთიერთობა აერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი იყო.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად კონკრეტული აქტივობის დაგეგმვა სცადეს, თუმცა, ამ პერიოდში ხაბეიშვილი სრულად დაიკარგა.
„ერთი შეხვედრა გვქონდა, მეორე შეხვედრა გვქონდა და შემდეგ ხაბე დავკარგე, ოღონდ თქვენ გგონიათ, რომ დავკარგე დავნებდი?! გავაკეთე ჩატი whatsapp-ში, სადაც ამ ახალგაზრდებისთვის მობილიზებაც უნდა ყოფილიყო, ღონისძიება უნდა ყოფილიყო, ჩატში გვპასუხობდა სამ დღეში ერთხელ. მერე გავარკვიე, რომ ხაბეს გაუკეთებია საგამოძიებო ორგანიზაცია და ახლა ამ საგამოძიებო ორგანიზაციიდან ებრძვის ბიძინას“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.