ფაქტია, ამ ბოროტებამ, ზიზღის, სიძულვილის გენერირებამ, ისინი თავად მიიყვანა იმ მოცემულობამდე, რომ სრულებით აცდენილები არიან საღ აზრს, აცდენილები არიან ლოგიკას - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ფაქტია, ამ ბოროტებამ, ზიზღის, სიძულვილის გენერირებამ, ისინი თავად მიიყვანა იმ მოცემულობამდე, რომ სრულებით აცდენილები არიან საღ აზრს, აცდენილები არიან ლოგიკას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თვეების შემდგომ, როდესაც კადრებს შეხედავენ, უზომოდ შერცხვებათ.

„ნამდვილად შეგვეცოდებოდა, როგორც თავად პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ ვიცოდეთ რამდენად ბოროტმოქმედ ძალასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, ამ ბოროტებამ, ზიზღის, სიძულვილის გენერირებამ, ისინი თავად მიიყვანა იმ მოცემულობამდე, რომ სრულებით აცდენილები არიან საღ აზრს, აცდენილები არიან ლოგიკას. სამწუხაროდ, საკუთარი თავი ჩაიგდეს ისეთ მოცემულობაში, წლების და თვეების შემდგომ, როდესაც ამ კადრებს შეხედავენ, ქალი პოლიტიკოსებიდან დაწყებული, კაცებით გაგრძელებული, დარწმუნებული ვარ, უზომოდ შერცხვებათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.