ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობა იმის ხაზგასმაა, რომ ქვეყანა აგრძელებს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას მთელ რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებზე - ლაშა დარსალია

ლაშა დარსალია

ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობა იმის ხაზგასმაა, რომ ქვეყანა აგრძელებს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას მთელ რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მინისტერიალზე რიგი საკითხები იქნება მიმოხილული, მათ შორის რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის შესრულების შედეგები, რომელშიც მნიშვნელოვანი ჩანაწერებია საქართველოსთან მიმართებაში.

„ევროსაბჭოს მინისტერიალი დღეს გაიხსნება. ყოველწლიურად ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. მოგეხსენებათ, ევროსაბჭო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, პირველ რიგში, ეს ეხება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. მთელი რიგი ინსტრუმენტები არის ევროსაბჭოში, რომლის ფარგლებშიც განიხილება სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, იქნება ეს ევროსასამართლო თუ მინისტრთა კომიტეტი და ა.შ. დღევანდელი მინისტერიალი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მთელი რიგი საკითხები იქნება მიმოხილული, მათ შორის რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის შესრულების შედეგები, რომელშიც ასევე, მნიშვნელოვანი ჩანაწერებია საქართველოსთან მიმართებაში. დღევანდელი სამიტი და მასში მონაწილეობა კიდევ არის იმის ხაზგასმა, რომ საქართველო აგრძელებს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას მთელ რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.