ევროსაბჭოს კონგრესში მიღებული რეზოლუცია არის ჟანგბადის მიწოდების მორიგი მცდელობა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელთა რეიტინგი კარგ შემთხვევაში განახევრებულია - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ეს რეზოლუცია ჟანგბადის მიწოდების არის მორიგი მცდელობა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელთა რეიტინგი კარგ შემთხვევაში განახევრებულია და ამის გამოცოცხლებას ცდილობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, რეზოლუციებში აბსურდების ჩაწერას მიჩვეული არიან.

„იყო ევროპარლამენტის ექვსი რეზოლუცია, სადაც ჩაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიმინალია, პოლიტიკური დევნილი არისო. თურმე, ის უნდა გავათავისუფლოთ. ამ რეზოლუციებში სალომე ზურაბიშვილს ისევ საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ. გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ. იყო მოწოდება, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან თურმე დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. უკმაყოფილო არიან ანტიპროპაგანდა ლგბტ კანონით, რისი მიღებაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა იყო“, – განუცხადა ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს.