„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
“შემიძლია მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივის აღიარება ევროკომისიის მხრიდან, ალბათ, გადაწყვეტილებაც ასეთივე იქნება. აქვე გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროა, გარკვეული პერიოდით კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადება. ამას როგორც ითქვა, გარკვეული ობიექტური საფუძვლებიც გააჩნდა", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
"პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით პირველ ადგილზეა, ბუნებრივია, ჩვენია. ნეგატიურ თემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ამას ვერავინ გაექცევა. ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზე. თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, აქ ბოლო ადგილზეა.
სამწუხაროდ, შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას. ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემებით ის პირველ ადგილზეა. მას მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება სჭირდებოდა და ევროპამ მასთან მიმართებით სწორი ნაბიჯი გადადგა. ასევე მძიმე მდგომარეობაშია (არა პრობლემების ამდაგვარი ხარისხით) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან. 2.5 მილიონიან ქვეყანაში. იქაც პრობლემები ბევრია - მოლდოვას მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. რა თქმა უნდა, მოლდოვასაც გარკვეული წახალისება სჭირდებოდა.
მესამე ქვეყანა არის საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები, ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იყო. დათქმები ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში კანდიდატის სტატუსი მონიჭება გადაგვივადეს, თუმცა ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ, დაუბრუნდება.